logo
ENG



ლუბინეცი: მივიღეთ უკრაინელი სამხედროების დასჯის ათობით ვიდეო, ვიწყებთ გამოძიებას

17 აპრ 202313:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/17/8ykptl6yx5j2y7x.jpg

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ბოლო 9 თვის განმავლობაში, ომბუდსმენის ოფისმა უკრაინელი სამხედროების დასჯის ათობით ვიდეო მიიღო. მისი თქმით, უკრაინა ამასთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს.

"მიღებული გვაქვს უკრაინელი სამხედროების სავარაუდო დასჯის ამსახველი ათობით ვიდეომასალა. რა თქმა უნდა, მათ არ ვაქვეყნებთ. მასალებს ვაგროვებთ და ვიწყებთ გამოძიებას", - თქვა უკრაინის ომბუდსმენმა.

ომბუდსმენის თქმით, რუსეთი რამდენიმე მიზეზის გამო, საჯაროდ ავრცელებს უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის ვიდეოებს.

"პირველ რიგში, რუსულ საზოგადოებაში "ანტიუკრაინული ისტერიის ხარისხის შესანარჩუნებლად". მეორეც, დაარწმუნონ თავიანთი ჯარისკაცები, რომ არ ჩაბარდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მესამე, უკრაინელი სამხედროების დაშინება, რომლებიც კონტრშეტევისთვის ემზადებიან", - განაცხადა ლუბინეცმა.

11 აპრილის საღამოს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცს დანით ჭრიან თავს. ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯარისკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ერთ-ერთმა ოკუპანტმა ამის გაკეთება დაიწყო.


close დახურვა