ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროსა და მის ცოლს, სილია ფლორესს ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში ბრალი წარედგინათ.
ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გენერალური პროკურორი, პემ ბონდი ავრცელებს.
მისი თქმით, მადუროს ბრალად ედება ნარკო-ტერორისტული შეთქმულება, კოკაინის იმპორტის შეთქმულება, ტყვიამფრქვევებისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობის მიზნით შეთქმულება.
"ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ბრალი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში წარედგინათ. ნიკოლას მადუროს ბრალად ედება ნარკო-ტერორისტული შეთქმულება, კოკაინის იმპორტის შეთქმულება, ტყვიამფრქვევებისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობის მიზნით შეთქმულება. ისინი მალე იგრძნობენ ამერიკული მართლმსაჯულების მთელ სიმკაცრეს ამერიკულ მიწაზე, ამერიკულ სასამართლოებში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს იმ გამბედაობისთვის, რომ ამერიკელი ხალხის სახელით პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა. ასევე უდიდესი მადლობა ჩვენს მამაც სამხედროებს, რომლებმაც განახორციელეს წარმოუდგენელი და უაღრესად წარმატებული მისია ამ ორი სავარაუდო საერთაშორისო ნარკომოვაჭრის დასაკავებლად", - წერს ბონდი.
ნიკოლას მადურო აშშ-ის სამხედროებმა დღეს ვენესუელაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
