logo
ENG



მადურო: უდანაშაულო ვარ, წესიერი ადამიანი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი

05 იან 202621:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/05/tgjwwiwyh2l9k0w.png

ნიუ-იორკის სასამართლოში ვენესუელას დაკავებულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის უდანაშაულო და "წესიერი" ადამიანია.

მადუროს თქმით, ის კვლავ რჩება ვენესუელის ლიდერად.

„მე უდანაშაულო ვარ. არ ვარ დამნაშავე. წესიერი ადამიანი ვარ, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი“, — განაცხადა მან თარჯიმნის მეშვეობით.

მადურომ არ აღიარა დანაშაული არცერთ წარდგენილ ბრალდებაში.

მისმა მეუღლემ, სილია ფლორესმა, რომელიც მასთან ერთად დააკავეს, ასევე არ აღიარა დანაშაული ნარკოტრაფიკისა და იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებებში.

ამერიკული მედიის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე საქმეზე შემდეგი სასამართლო მოსმენა 17 მარტისთვის არის ჩანიშნული.


close დახურვა