logo
ENG



მაკო გომური: ჩემი დაზარალებულად ცნობა ნიშნავს მათი დანაშაულის აღიარებას

30 ოქტ 201920:59
3 წუთის საკითხავი
 
iaj8lwku2c5p0l6.jpg

მაკო გომურის თქმით, მისი და სხვების დაზარალებულად ცნობა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ  სახელმწიფო არის დამნაშავე. 

„პოლიტიკის ფორმულის“ წამყვანის კითხვაზე, რაში სჭირდება მას დაზარალებულის სტატუსი და რატომ არ აძლევს სახელმწიფო მას ამ სტატუსს, მაკო გომურმა შემდეგნაირად უპასუხა:

„სტატუსი არ მჭირდება იმისთვის, რომ მერე ანაზღაურება მოხდეს ზიანისთვის. ეს არის უბრალოდ უსამართლობის განცდა. პრინციპის საკითხია. რეალურად ყველამ იცის 20 ივნისს რა მოხდა. არსებობს უამრავი კადრი იმისა, რომ ტყვია, ფაქტობრივად, მომხვდა ცარიელ ქუჩაში. ჩანს, რომ იქ მდგომი მოსახლეობა არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენდით. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მაძლევენ დაზარალებულის სტატუსს - ჩემ გარდა დაზარალებულია უამრავი ადამიანი. დავუშვათ, მე რომ მომცენ დაზარალებულის სტატუსი - გამოდის, რომ დანარჩენ მოქალაქეებსაც უნდა მისცენ ეს სტატუსი. მე თუ მომხვდა ტყვია, მოხვდა სხვასაც. 60 კაცი არაა ცოტა - როცა ამდენს ცნობენ დაზარალებულად, ეს უკვე მათ რეპუტაციას ურტყამს და ნიშნავს, რომ ისინი დამნაშავეები არიან“ - განაცხადა მაკო გომურმა.

პირველად  „პოლიტიკის ფორმულის“ ეთერში მაკო გომური ჟურნალისტის კითხვებს პასუხობს.

 


close დახურვა