„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს და აცხადებს, რომ წლების შემდეგ, ამ ინტერვიუს გვაჩვენებენ, როგორც ეგზოტიკურ მაგალითს. როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ინტერვიუს მერე არ იტყოდა, "რა შარშია ქვეყანა"
„ეს კაცი დიდი ხანი თუ ალაპარაკე, ყველაფერს იძახის, რაც მის ამღვრეულ თავში ხდება. მან თქვა რომ ვინც შეაწუხებს, დიდი ხნით ჩასვამს ციხეში. ზოგჯერ გვაჩვენებენ საბჭოთა არქივის ჩანაწერებს. წლები გავა ამ ინტერვიუსაც გვანახებენ როგორც ეგზოტიკურ მაგალითს, გაგვეცინება და ვიტყვით, როგორი საფრთხის წინაშე ვიყავითო. ერთი სიტყვით რომ შევაფასო, არ არსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც გუშინდელ ინტერვიუზე არ იყტოდა, როგორ შარშია ქვეყანა, როგორც შეიძლება ამ კაცს ებაროს ქვეყანა“, - განაცხადა ბოკერიამ.
ამავე პარტიის წევრის გიგი უგულავას შეფასებით, კი ივანიშვილი ნირწამხდარი, დაბნეულიდა სასოწარკვეთილი იყო.
„არ იცის რა უნდა ქნას, მას ჰგონია რომ შობს კიდევ ფეოდალებს (მაჟორიტარებს) და მათთან ერთად მართავს ქვეყანას, მაჟორიტარები არიან გადამფრენი ჩიტების გუნდივით, როდის გიღალატებენ არავინ იცის“, - აღნიშნა უგულავამ.