logo
ENG



მარგველაშვილი: როცა "ქართული ოცნება" ოპოზიციაში ვიყავით, მაშინ ტვინი გახსნილი გვქონდა

07 დეკ 201922:21
3 წუთის საკითხავი
 
ssk7qltfzc43jx3.jpg

საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღევანდელი ოპოზიციის პოზიცია სწორი და სამართლიანია. თუმცა, მისი მოსაზრებით, ოპოზიციაში ყოფნა, ხელისუფლებაში ყოფნისგან არსებითად განსხვავდება. როგორც მარგველაშვილმა გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" აღნიშნა, ხელისუფლებაში მოსულ ოპოზიციას ხშირად სწორი და გამართული ღირებულებები ავიწყდება. 

"როცა ვუსმენთ ამ ეტაპის ოპოზიციონერებს, ძალიან სწორად აყალიბებენ ღირებულებებს. როცა ჩვენ, "ქართული ოცნება" ვიყავით ოპოზიციაში, მაშინ ტვინი გახსნილი გვქონდა და ვიცოდით, რომ იგივე პროპორციული კარგი იყო, მძიმე პოლიტიკოსების აღზევება კი ცუდი იყო. როცა დავიკავეთ თანამდებობები, უმეტესობას დაავიწყდა ეს ყველაფერი. მთელი ეს პრინციპები ნაცნობია. უბრლაოდ უნდა გქონდეს ძალა, როცა იკავებ თანამდებობას, არ გეგონოს რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რი გეგონოს რომ იდეალები სისულელეა და არ გეგონოს, რომ იცხოვრებ რეალ პოლიტიკით, რომელიც სხვათა შორის აუცილებლად წაგებით სრულდება",-აღმოჩნდა გიორგი მარგველაშვილმა.

 


close დახურვა