ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე აღარც კი საუბრობენ, მისი თქმით ახლა უნდა იმსჯელონ თუ როგორ გადაარჩინონ დემოკრატია.
"ესტონელებს ყოველთვის ძალიან აღელვებდათ ქართველი ხალხის მომავალი. ყველა დონეზე მხარს ვუჭერდით, რომ ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურს - ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა ამაზე აღარც კი ვლაპარაკობთ. ვსაუბრობთ, იმაზე თუ როგორ გადავარჩინოთ დემოკრატია. ასე რომ ძალიან შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება",- განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
შეხვედრის მთავარ თემებს შორის არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
