logo
ENG



ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ქართველ ხალხს ცხოვრება რეპრესიების პირობებში უწევს

16 მარ 202615:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/16/k845e67hxuhx4qi.jpg

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის განცხადებით საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ადამიანების თავისუფლებას, არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და ქართველ ხალხს რეპრესიების პირობებში უწევს ცხოვრება.

"ფინეთი იყო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა და არა მხოლოდ ვაკვირდებოდი სიტუაციას, არამედ ვიმყოფებოდი საქართველოში ძლიერი სოლიდარობის გამოსახატად ქართველი ხალხის მიმართ, რომელთაც უწევთ ცხოვრება რეპრესიების პირობებში. უახლესი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას არასწორი მიმართულებით გადადგმული მორი ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო და ასევე მოსკოვის მექანიზმი სწორ შედეგებს გამოიღებს, მაგრამ როგორც ევროკავშირი, ჩვენც ფხიზლად უნდა ვიყოთ" - თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

შეხვედრის მთავარ თემებს შორის არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

 


close დახურვა