დიდი სლემის ხუთგზის გამარჯვებული მარია შარაპოვა საჩოგბურთო კარიერას ასრულებს.
„მე ჩემი ცხოვრება ჩოგბურთს დავუთმე, ჩოგბურთმა კი, მე მომცა ცხოვრება“, – ამბობს შარაპოვა.
რუსმა ჩოგბურთელმა ბოლოს მიმდინარე წელს, ავსტრალიის ღია პირველობაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა პირველივე რაუნდში, ხორვატ დონა ვეკიჩთან დამარცხდა.
მარია შარაპოვას კარიერა 2004 წელს დაიწყო, როდესაც მან 17 წლის ასაკში მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი დაამარცხა და უიმბილდონში პირველი დიდი სლემი მოიგო.
2016 წელს დადგინდა, რომ შარაპოვას ავსტრალიის ღია პირველობაზე აკრძალული ნივთიერება ჰქონდა მიღბული და ამის გამო, მას 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა აპელაციის შემდეგ, ვადა 15 თვემდე შეუმცირეს.
Business Insider-ის ინფორმაციით, შარაპოვას კარიერის განმავლობაში საპრიზო თანხის სახით 38 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მიღებული.