მარიუპოლში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 18 თვის ბავშვი დაიღუპა.
ბავშვი მშობლებმა ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მარიოპულსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დერეფანი მოსკოვის დროით 10 საათზე უნდა გახსნილიყო, რა დროსაც მოსახლეობას დაბომბილი ქალაქებიდან გასვლის საშუალება ექნებოდათ, თუმცა ევაკუაცია გადაიდო. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ რუსული მხარე არ იცავს ცეცხლის შეწყვეტის დროებით შეთანხმებას. მერის მოადგილე აცხადებდა, რომ მარიუპოლში ჯერ კიდევ აგრძელებდნენ სროლას.