logo
ENG



მარნეულში აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა

26 ივნ 202222:11
3 წუთის საკითხავი
 
მარნეულში აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა

მარნეულში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. მანამდე ადგილზე დაიღუპა 40 წლამდე ქალი.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 მოზარდი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

მარნეულში აივანი დღეს, 26 ივნისს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა