logo
ENG



მარნეულში შესვლისა და გამოსვლის მსურველთა რაოდენობამ იკლო

25 მარ 202017:11
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულის შესასვლელთან გასული დღეებისგან გასხვავებით,  მოსახლეობის რაოდენობამ რომლებსაც ტერიტორიაზე შესვლა ან გამოსვლა სურთ, იკლო. ძირითადად ადგილზე საერთაშორისო სატრანზიტო და სადისტრიბუციო ავტომობილების, ასევე მედიკოსების გადაადგილება შეინიშნება. 

ტერიტორიაზე მივიდნენ პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი და სოფლის მეურნეობის მინისტრი და მათ აღნიშნეს, რომ საკარანტინო ზონაში ძირითადი პრობლემები, მედიკამენტების, პროდუქტების და ა.შ. უკვე აღმოფხვრილია. 

სუბარის თქმით, დღეის მდგომარეობით კარანტინის ზონაში მყოფი მოსახლეობა სამართალდამცველებს წინააღმდეგობას აღარ უწევენ. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

  ამავდროულად, საპატრიარქო უარს აცხადებს ზიარების წესის ცვლილებაზე და აცხადებს, რომ და წირვა-ლოცვებზე დაცული იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

 გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.  


close დახურვა