მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯართის ჩამბარებელ პუნქტს რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მომუშავე ადამიანები სცემეს და თანხა წაართვეს.
როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით 179-ე, 187-ე და 143-ე მიმდინარეობს.