ქართულ პოლიტიკაში გასულ წელს ორი პიკი იყო: მარტი, როდესაც საზოგადოებამ ოცნებას რუსული კანონი უკან წააღებინა, და დეკემბერი, როდესაც მივიღეთ ასე ნანატრი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. და ეს ორი მოვლენა, რა თქმა უნდა ერთმანეთთან არამარტო ურთიერთკავშირშია უშუალოდ ერთმანეთისგან გამომდინარეობს. სად მივაღწიეთ შედეგს, რისი თუ ვისი დამსახურებით და რამდენად სერიოზული შეცდომები დავუშვით, რამაც ხელისუფლებას უკანდახევიდან შეტევაზე გადასვლის შესაძლებლობა მისცა. ამ ყველაფრის საფუძვლიანი ანალიზი უნდა გახდეს გაკვეთილი 2024 წლისთვის, როდესაც წინ ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი არჩევნები გველის და წარსულის გამოცდილებით, დიდი ალბათობით დადგება მომენტი, როდესაც ხელისუფლება კვლავ მიგვიყვანს კრიტიკულ წერტილამდე. დროება დაგეხმარებათ მთავარს თავი მოუყაროთ, თან გაიხსენოთ და დასკვნები გამოიტანოთ.
მარტიდან დეკემბრამდე - დროება
24 დეკ 202320:01
3 წუთის საკითხავი