logo
ENG



მასობრივ გამოსვლებს ჩილეში მსხვერპლი მოჰყვა

20 ოქტ 201914:22
3 წუთის საკითხავი
 
ki816r86jxozi52.png

მსხვერპლი მოჰყვა მასობრივ გამოსვლებს ჩილეში. სანტიაგოში აქციის მონაწილეებმა მაღაზიები გადაწვეს, რა დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  დედაქალაქში კი კომენდანტის საათი მოქმედებს. აქციის მონაწილეებმა გასულ ღამეს მეტროსადგურები და ავტოსადგომები დაარბიეს. შეტაკებებისას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში  აქციის 11 მონაწილე და 156 სამართალდამცველი დაშავდა. მასობრივი დემონსტრაციები ქვეყანაში ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვით ქვეყანაში მეტროთი და რკინიგზით მგზავრობა ძვირდებოდა. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა, თუმცა აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.


close დახურვა