logo
ENG



მაქარაშვილი: უნდა გამოვიყენოთ დასავლეთის მხარდაჭერა, რომ ივანიშვილზე წნეხი გაძლიერდეს

14 მაი 202010:11
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო მოძრაობის წევრები ხელისუფლებისგან ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული ხელშეკრულების ორივე პუნქტის შესრულებას მოითხოვენ.

სამოქალაქო მოძრაობების - „სირცხვილია“ და „გაბედეს“ წევრებს მიაჩნიათ, რომ შეთანხმების შესრულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

აქტივისტები ფიქრობენ, რომ ახლა ოპოზიციამ და სამოქალქო სექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს დასავლელი ელჩების მხრიდან "ქართული ოცნების" მიმართ ზეწოლის გაძლიერებისთვის.

მათი თქმით, პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის შეთანხმებაში დიდი წვლილი სწორედ იმ ადამიანებს მიუძღვით, რომლებიც ახლა პოლიტიკური პატიმრის სტატუსით ციხეში არიან, ამიტომ მათი გათავისუფლება პრინციპულად მნიშვნელოვანია. 

„ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ დასავლეთის მხარდაჭერა. უნდა მივეხმაროთ დასავლეთს, რომ გაძლიერდეს წნეხი ბიძინა ივანიშვილზე. ჩვენ შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულება გვინდა, მაგრამ თუ ივანიშვილი გათავხედდება ისე, რომ ერთის არჩევის საშუალებას მოგვცემს და არჩევანს არ დაგვიტოვებს, მაშინ ვფიქრობ რომ ძველი სისტემით არჩევნების ჩატარებას ჯობია ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდეს არჩევნები“, - აცხადებს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.


close დახურვა