![2023/12/18/lo5obyz4ob7bl2f.jpg](/uploads_script3/articles/2023/12/18/lo5obyz4ob7bl2f.jpg)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს.
უწყების ცნობით, მოსული უხვი ნალექის გამო, 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც 8 ადამიანი იმყოფებოდა, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.
"მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეცტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების, უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა", - ამბობენ საგანგებოში.