რამზან კადიროვისგან გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობას მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმიანება. პანკისის ხეობის მკვიდრი დარწმუნებულია, რომ ჩეჩენი პიროვნება რუსეთიდან არის გამოგზავნილი.
მისივე განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თანამშრომლობს რუსეთთან.
„თუ მართლაც რუსეთის დაკვეთა იყო და მართლაც ამ მიზნით იყო ჩამოსული, ციხეშია ამოსალპობი. მე ვფიქრობ პირდაპირ რუსეთისგან არის გამოგზავნილი. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ხელისუფლება თანამშრომლობს რუსეთთან. ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხდა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ფორმულას" ინფორმაციას ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.