logo
ENG



მახინჯაურში მანქანა ქვეითებს დაეჯახა, დაიღუპა ერთი ოჯახის 3 წევრი

10 აგვ 202010:21
3 წუთის საკითხავი
 
მახინჯაურში მანქანა ქვეითებს დაეჯახა, დაიღუპა ერთი ოჯახის 3 წევრი

მახინჯაურში ქვეითად მოსიარულეებს მანქანა დაეჯახა. როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მანქანა 6 ადამიანს დაეჯახა, მათგან 3 დაიღუპა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

უწყების ცნობით, მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა