logo
ENG



მდინარაძე:კალაძის მიერ ჩამოთვლილი მედიები  100%-იან ტყუილებზე გადავიდნენ

25 ივნ 202014:49
3 წუთის საკითხავი
 

„კალაძის მიერ ჩამოთვლილი მედიები 100%-იან ტყუილებზე გადავიდნენ“ , - ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აკეთებს. 

მისივე განცხადებით, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ აქამდეც ავრცელებდნენ ფეიკნიუსებს.

„როდესაც ფეიკნიუსზეა საუბარი, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მზად ვარ გავიაროთ წუთობრივად ის ტელევიზიები, რომლებიც კალაძის მიერ გამოქვეყნებულ ბანერში წერია, რა ფეიკნიუსებს უშვებენ. თუ აქამდე იყო 70 და 80 პროცენტი ტყუილის ხარისხი, ეხლა 100 პროცენტიან ტყუილებზე გადავიდნენ“, - განაცხდა მამუკა მდინარაძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია ფეიკნიუსთან ბრძოლას იწყებს, მისი თქმით ვინც მერიის და მის წინააღმდეგ, ცრუ ინფორმაციიას გაავრცელებს, "ცხვირ-პირში სიმართლის მუშტი მოხვდებათ". 


close დახურვა