logo
ENG



კალაძე: ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი

24 ივნ 202022:19
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია ფეიკნიუსთან ბრძოლას იწყებს, მისი თქმით ვინც მერიის და მის წინააღმდეგ, ცრუ ინფორმაციიას გაავრცელებს, "ცხვირ-პირში სიმართლის მუშტი მოხვდებათ". 

კალაძის თქმით, მისი პირველი ვიდეო ჩართვა, ხვალ, 22:00 საათზე იქნება.

„ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი ის სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, სამწუხაროდ თხზავენ გამარგინალებული პოლიტიკოსები და ავრცელებენ თავიანთი მედიასაშუალებებით . . . .

ხვალ 22 საათზე გვიყურეთ, რომ გქონდეთ სწორი ინფორმაცია ყველა იმ სიცრუეზე, იმ სიბინძურეზე რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი მისამართით ისმის. ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეისბუქმა თავისი პლატფორმიდან, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 418 ქართული ანგარიში, კერძოდ 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22  ანგარიში გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

 

 


close დახურვა