logo
ENG



მდინარაძე: მწვავე რეაქციას ველოდით, არჩევანია - სახელმწიფო გვექნება, თუ გააკრიტიკებენ

23 თებ 202114:59
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: მწვავე რეაქციას ველოდით, არჩევანია - სახელმწიფო გვექნება, თუ გააკრიტიკებენ
ფოტო: ვახო ქარელი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პასუხობს პარტნიორების კრიტიკას ნიკა მელიას დაკავებაზე და ამბობს, რომ "მწვავე რეაქციას" ელოდნენ. მანვე თქვა, რომ არჩევანია, "სახელმწიფრო გექნება თუ არა და შენს სახელმწიფოს გააკრიტიკებენ თუ არა".

"საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა მწვავე რეაქციას ბუნებრივია ველოდით და წარმოუდგენელია, როდესაც ხარ არჩევნის წინაშე, სახელმწიფო გექნება თუ არა და შენს სახელმწიფოს გააკრიტიკებენ თუ არა.

უნდა თქვა, რომ სახელმწიფო უნდა გქონდეს ჯერ, შემდეგ კრიტიკასაც გაუძლო და შემდეგ იმ გზაზეც უნდა ვიაროთ, რასაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია. თუ სახელმწიფო არ გექნება და ნიკა მელია, ერთი თავისი განცხადებით და კანონიდან გასვლით ჩამოგიშლის ამ სახელმწიფოს, ვერც ევროპაზე იფიქრებ და ვერც ნატოზე", - აცხადებს მდინარაძე.

დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მომხდარის გამო, ოპოზიციის ლიდერებმა 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.


close დახურვა