უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "გმობს" ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, თუმცა ასევე ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა, "პროვოკაცია იყოს".
მდინარაძემ იმედის ეთერში ამტკიცა და "პასუხისმგებლობა აიღო", რომ მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელები არც პოლიციელები არიან და არც მათი მხარდამჭერები.
" ახლა ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი, ამავდროულად ამორალური ინციდენტი. ეს არის ერთი მხრივ მავნებლობა. მე მხოლოდ ვერსიებზე შემიძლია ვისაუბრო ახლა.... უფრო დიდი და 99%-იანი შანსია, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე. მინიმუმ ერთკვირიანი საქმე გააკეთეს"- თქვა მდინარაძემ.
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს ტიტუშკები თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა წაართვეს. ჩიხლაძის თქმით, ამ ყველაფერს პატრული ხედავდა, თუმცა რეაგირება არ ჰქონია.