logo
ENG



მდინარაძე ზურაბიშვილზე: შერბილებული ტონი უზრუნველყო ხალხის რეაქციამ

31 მაი 202320:08
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე ზურაბიშვილზე: შერბილებული ტონი უზრუნველყო ხალხის რეაქციამ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე ამბობს, რომ მისი "ტონი შერბილებული" იყო, რაც მისი მტკიცებით, ხალხის რეაქციამ უზრუნველყო.

"ვივარაუდე, პროგნოზი ჩემი ასეთი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის რეაქცია ამას უზრუნველყოფდა და სწორედ ასე მოხდა. შერბილებული ტონი უზრუნველყო ხალხის, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორმა რეაქციამ.

აქედან გამომდინარე, უნდა ვთხოვოთ, რომ თუკი შეუძლია მას, შედარებით - გასაგებია, რაღაც პატარ-პატარა არაობიექტური ამბებიც იყო - მაგრამ შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს და შემდეგ, შეიძლება, სამართლიანადაც თქვას, რომ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა, იმავეს მოვუწოდებთ, რომ საქართველოშიც, შეიძლება, იგივე გააკეთოს", - განაცხადა მან.

დღეს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა - სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და აღნიშნა, რომ ისინი ღვრიან სისხლს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება, თავისუფლება.

მან მიმართა ქართულ ოცნებასაც და თქვა, რომ არ აქვს აზრი მის მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ყველაფერს გააკეთებს.


close დახურვა