ახლა თქვენ მართლა ზედმეტები და ნამეტანი არ მოგივიდეთ, ყველას ერთად. გუშინ გადააჭარბა-თქო, ჩვენ თვითონ დავგმეთ, ადამიანმა ბოდიშები მოიხადა და, ამ დროს, არცერთს არ გახსოვთ, რა უწმაწური, ვერ გავიმეორებ, რა ბანერი გაშალეთ, როცა აქ თეა წულუკიანი იყო. ქალი არ იყო, თუ ადამიანი არ იყო? Mona.ge-ზე რომ ქალი დეპუტატები გამოაქვეყნეს, რომელიმემ ხმა ამოიღეთ? მოღალატეებს რომ ეძახით ადამიანებს, ეგ ნაკლები შეურაცხყოფაა? მეტი არ არის? ამიტომ, ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ და შეირგეთ ის ბოდიშიც და ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება, რაც გულწრფელი იყო.
მდინარაძე ოპოზიციას: ზედმეტები არ მოგივიდეთ და შეირგეთ ის ბოდიშიც
01 ნოე 202312:53
3 წუთის საკითხავი