logo
ENG



მდინარაძე სიტყვა "მოღალატის" დაძახებაზე ოპოზიციას დედის გინებით ემუქრება

14 ივნ 202315:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/14/1slqcowmt7hh5zu.jpg

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე სიტყვა "მოღალატის" დაძახებაზე ოპოზიციას დედის გინებით ემუქრება.

ოპოზიციონერ დეპუტატებსა და მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე მოქალაქეებმა რუსული რუბლი გადმოაყარეს.

მდინარაძის გაღიზიანება სიტყვა მოღალატის ხსენებამ გამოიწვია.

ვიდეოს ენმ-ის დეპუტატი ანა წითლიძე ავრცელებს.

"მე ასე ვიზამ, რა. ყველამ დაიმახსოვრეთ - აი, დედას შევიგინები, როგორც კი მაგ სიტყვას ახსენებთ, რა... დედას შევიგინები, მოღალატეს ახსენებთ თუ არა. რუსულ საქმეს აკეთებდით მთელი ცხოვრება. აგერ, დევი [ჭანკოტაძე] ხომ არის, თქვას, დაგაბრალეს თუ არა ომის დაწყება რეზოლუციით? დაგაბრალეს ომი დაწყება? " - თქვა მდინარაძემ.

მას ანა წითლიძე გამოეხმაურა და მოღალატე უწოდა.

"შენ ხომ იღებ, გადაიღე, მოღალატე ხარ ქვეყნის... პროვოკატორო, ტუტუცი გოგო ხარ"- მიმართა მდინარაძემ წითლიძეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, "რომ არა პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, არ ვიცი, აქ რა მოხდებოდა."

"როდესაც რუსული საქმის მკეთებლები დეკლარირებენ ვითომ პროდასავლურად, ეს ადამიანისთვის რთული ასატანია. ვაღიარებ ამას. როცა წინ გისხედან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც თავის მხრივ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა და ამის გარდა უამრავი რუსული საქმე აკეთა მაგრამ, როცა აი, ამაზეა ლაპარაკი, რუსულ თემაზე, აი, ამის მოთმენა პრაქტიკულად შეუძლებელია რომ არა ჩვენი მართლა პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება ალბათ, არ ვიცი აქ რა მოხდებოდა, მაგრამ ძალიან კარგია, რომ თმენის ვალდებულება არსებობს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ წესის დაცვას."- განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

 

 


close დახურვა