logo
ENG



მედია: დროებით ოკუპირებულ სიმფეროპოლში ორმა პარტიზანმა ქალმა 35 რუსი ოკუპანტი მოწამლა

03 დეკ 202318:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/03/v899d39d0gjlkw9.jpg

დროებით ოკუპირებულ სიმფეროპოლში ორმა პარტიზანმა ქალმა 35 რუსი ოკუპანტი მოწამლა. ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, 35 მოწამლული სამხედროდან 24 გარდაიცვალა, ხოლო 11 კლინიკაში გადაიყვანეს. უკრაინული მედია წერს, რომ ქალები სამხედროებს საჭმლითა და არყით გაუმასპინძლდა, რომელშიც დარიშხანი და სტრიქნინი იყო გარეული.

"საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ორი საყვარელი გოგონა მოვიდა. მათ თქვეს რომ ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ. მოიტანეს 7 ბოთლი არაყი და ცოტა საჭმელი - თევზი, ძეხვი, პური, ყველი. ჩვენს დაცვას უთხრეს, რომ ბიჭებისთვის მადლობის გადახდა სურდათ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ იცავენ. ბიჭებმა გამოართვეს საჭმელიც და არაყიც - თანამებრძოლებთან ერთად მიირთვეს. ძალიან ბევრი მოიწამლა", - წერია ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე.

ორივე ქალი ადგილიდან მიიმალა.


close დახურვა