logo
ENG



მედია: ისრაელში სულ უფრო იხრებიან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ

03 მაი 202218:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/uukpbiysmf6kend.jpg

ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ოფიციალური პირები, რუსეთის მზარდი სისასტიკის ფონზე, უკრაინისთვის სამხედრო და სამოქალაქო დახმარების გაზრდისკენ მეტად იხრებიან. მათმა უმეტესობამ საკითხს მხარი უკვე ოფიციალურად დაუჭირა.

ისრაელის მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საკითხს, უახლოეს დღეებში დამატებით განიხილავენ და უკრაინაში გასაგზავნი დახმარების პაკეტს დაამტკიცებენ.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე, უკრაინის არმიას არ მიაწვდიან საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მოწინავე შეიარაღებასა და თავდასხმის სისტემებს, რადგან თვლიან, რომ მძიმე აღჭურვილობა რუსეთთან კრიზისის გამოწვევის გარეშე უნდა გაიგზავნოს.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისრაელის დახმარება უფრო დეკლარირებული ხასიათის იქნება და არ მოიცავს მარაგების მნიშვნელოვან რაოდენობას, რაც მათივე განმარტებით, ნაწილობრივ აშშ-ს და ევროპის მიერ უკრაინისთვის უკვე გადაცემული ისეთი მძიმე შეიარაღებითაა განპირობებული, რომელიც ისრაელის შესაძლებლობებს აღემატება.

ისრაელი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. ქვეყანამ უკრაინას 100 ტონა ჰუმანიტარული მარაგი გადასცა, რაც მოიცავდა წყლის გამწმენდ სისტემებსა და სამედიცინო აღჭურვილობას. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ცოტა ხნის წინ, უკრაინის არმიისთვის დამცავი ჟილეტებისა და ჩაფხუტების გადაცემა დაამტკიცა.


close დახურვა