logo
ENG



მედიის ადვოკატირებისთვის მთავრობას: შევიწროებული რუსი ჟურნალისტები ქვეყანაში შემოუშვით

06 მარ 202219:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/03v3g00xc0i480x.png

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებული რუსი ჟურნალისტები ქვეყანაში შემოუშვას. რუსული დამოუკიდებელი არხის დოჟდის ჟურნალისტი გუშინ, 5 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს.

მედიის ადვოკატირებისთვის განცხადება:

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დოჟდი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელი იყო რუსეთში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა.

ახლახან რუსეთის ხელისუფლებამ რეგულაციები დააწესა, რამაც დამოუკიდებელ მედიას გაურთულა ომის გაშუქება. ინფორმაციის - რომელსაც კრემლი "ყალბად" მიიჩნევს - გავრცელებისთვის, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს მაღალი ჯარიმით ან პატიმრობით. აღნიშნულის ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს დატოვოს რუსეთი. რუსეთში შეწყვიტეს მაუწყებლობა სხვა მედიასაშუალებებმაც, მათ შორის CNN-მა, დაიხურა Deutsche Welle-ს რუსული ბიურო. ამიტომაც, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დახმარება დასჭირდებათ სხვა რუსს ჟურნალისტებსაც.

მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა მსგავსს დაბრკოლებებს რუსეთიდან ერევნის გავლით შემოსული სხვა პირები არ აწყდებიან. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა განმარტოს თუ რა გახდა მიხეილ ფიშმანის არ შემოშვების მიზეზი.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საზღვრის კვეთისას არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებულ რუს ჟურნალისტებს. განუხრელად შეასრულოს "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ შელახოს კრიტიკული ჟურნალისტების და მათთან ერთად მყოფი პირების უფლებები", - ნათქვამია განცხადებაში.

​5 მარტს დოჟდის ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი საქართველოში არ შემოუშვეს. მისგან განსხვავებით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცეს მისი ოჯახის წევრებს. 

ფიშმანმა ფორმულასთან თქვა, რომ მისთვის არავის არაფერი აუხსნიათ, თუმცა, სხვადასხვა წყაროებისგან გაიგო, რომ არშემოშვების მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიაში მუშაობაა. 


close დახურვა