logo
ENG



რადიო თავისუფლება: საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის დოჟდის ჟურნალისტი არ შემოუშვეს

05 მარ 202222:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/05/4p631gyr81b0q6u.jpg

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართელოში რუსული დამოუკიდებელი არხის დოჟდის ჟურნალისტი არ შემოუშვეს.

ფორმულა დოჟდის ჟურნალისტის ქვეყანაში არშემოშვების საფუძველს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ მედიებისთვის გარკვეული ცენზურა დააწესა, რამაც დამოუკიდებელი მედიების მუშაობა გაართულა. რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ თუ მედია ომთან დაკავშირებით "ფეიკ ნიუსებს" გაავრცელებს, ჟურნალისტები ან დაჯარიმდებიან ან დააკავებენ. 

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიხურა რადიო ეხო მოსკვი, ასევე არხი დოჟდის მაუწყებლობა შეწყდა.


close დახურვა