რუსული სამთავრობო მედია Tass-ის ცნობით, სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის საჰაერო სივრცე დროებით დახურული იყო.
მედიის ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცე 13:20 საათამდე იყო დახურული.
უკრაინული მედია Unian-ის თქმით, სანკტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცე უცნობი ობიექტის შემჩნევის გამო იყო დროებით დახურული. მანამდე, სანკტ-პეტერბურგის მთავრობამ განაცხადა, რომ პულკოვოს აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება და გაგზავნა შეწყვიტა.
არსებული ინფორმაციით, აეროპორტი ახლა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.