logo
ENG



მელიტოპოლში მოსახლეობა გატაცებული მერის დაბრუნებას ითხოვს

12 მარ 202213:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/8vk2ujm8ledjbeq.png

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში ათასობით ადამიანი რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მერის, ივან ფედოროვის დაბრუნებას მოითხოვს.

მოქალაქეები ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ, რომელიც ოკუპანტებს აქვთ დაკავებული.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათასობით ადამიანი უკრაინის დროშებით სკანდირებს "გაათავისუფლეთ მერი!".

11 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მელიტოპოლის მერი რუსებმა გაიტაცეს. 

მოსკოვს ჯერ საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია. 


close დახურვა