თბილისის მთავრობამ უცვლელი დატოვა სოციალურად დაუცველების კვების დაფინანსება. ლარი და 70 თეთრია, ის რაც შარშანდლის მსგავსად წელსაც გაიმეტა ქართულმა ოცნებამ. რა მოჰყვება გადაწყვეტილებას, რომელიც კონტრაქტორ კომპანიებს დააწვებათ ტვირთად - გაზრდილი ინფლაციის პირობებში იმავე დაფინანსების შენარჩუნება ტოვებს ერთადერთ გამოსავალს - ისედაც მწირი საკვების ხარისხის გაუარესებას. სხვაგვარად გაუგებარია, დრამატულად მომატებული ფასების ფონზე, როგორ უნდა გამოკვებონ სოციალურად დაუცველები. თბილისი საკრებულოს უმრავლესობას არანაირი შეკითხვა არ უჩნდება.