logo
ENG



მერია მევახშის მიერ გამოსახლებულ ოჯახს ბინის მიღებამდე ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს

19 ნოე 201915:09
3 წუთის საკითხავი
 
o2g1veoe5dvu7q8.jpg

დიღმის მასივში აღსრულების ბიურომ მრავალშვილიანი ოჯახი გამოასახლა, რომელსაც ბინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იპოთეკით ჰქონდა დატვირთული. მიკროსაფინანსომ ბინა აღსრულების ბიუროს გადასცა, ხოლო უწყებამ საცხოვრებელი აუქციონზე გაყიდა. 

როგორც „ფორმულას" დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა, მერია საქმის კურსშია და ოჯახი კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროგრამის ფარგლებში ბინას მიიღებს, მანამდე კი ოჯახს სთავაზობს, რომ ქირით გავიდეს, რომლის საფასურსაც უწყება გადაიხდის.

„ეს პრობლემა ჩემთან მოვიდა ორი თვის წინ. ოჯახის უფროსმა გამაცნო პრობლემა. მომენტალურად მერიაში გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი დაკმაყოფილდება კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროგრამის ფარგლებში. დოკუმენტი გააკეთა ქონების მართვამ და გავაცანით აღსრულების ბიუროსაც იმ მიზნით, რომ დაეტოვებინა ოჯახი მევახშეს იქამდე, სანამ მათ მერია დააკმაყოფილებდა. კერძო მევახშე წინააღმდეგია. როცა ოჯახი გადაწყვეტს, რომ ქირით გავიდეს, ჩვენ მას ქირით უზრუნველვყოფთ, სანამ ოჯახი მერიისგან ბინას მიიღებს," - აცხადებს გამგებელი.

თავად ოჯახი ქირის წინააღმდეგი არ არის მხოლოდ ერთი პირობით, რომლის თანახმადაც 6 თვის მერე მერია მათ ბინით დააკმაყოფილებს.


close დახურვა