logo
ENG



მერკელმა ამერიკელებს შერიგებისკენ მოუწოდა

05 ივნ 202012:37
3 წუთის საკითხავი
clock 309

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ანგელა მერკელი. გერმანიის კანცლერმა საშინელება უწოდა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტს და ამერიკელებს შერიგებისკენ მოუწოდა. მისი თქმით რასიზმის პრობლემა გერმანიაშიცაა და იქაც აქტიურად ებრძვიან.

პარალელურად პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო აქციები ევროპაშიც გრძელდება. ავსტრიის დედაქალქის ცენტრში გამართულ მიტინგს ათასობით ადამიანი დაესწრო. საფრანგეთის ქალაქ ლილიში კი დემონსტრაცია არეულობით დასრულდა, სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ფრანგები ლილიში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გარდა ფრანგი პოლიციელების მხრიდან ძალადობასაც აპროტესტებდნენ, რომელსაც 24 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. 


close დახურვა