logo
ENG



მეტროს შემცირებული განრიგით მუშაობა 1-ელი ივლისიდან 21 სექტემბრამდე გადავადდა

29 ივნ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 
fp7k9fwyrlfv7il.jpg

თბილისის „მეტროპოლიტენი“ მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, მეტროპოლიტენი შემცირებული განრიგით 21 სექტემბრამდე იმუშავებს. 

"მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტრაქტორმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით, თბილისის „მეტროპოლიტენის“ სამუშაო გრაფიკი კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე შენარჩუნდება.

აღნიშნული მასშტაბური სამუშაოები მეტროს ენერგოუსაფრთხოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ მეტროპოლიტენმა შემცირებული განრიგით მუშაობა ზუსტად 1 წლის წინ დაიწყო და ძველ განრიგზე 1-ელი ივლისიდან უნდა გადასულიყო. 


close დახურვა