logo
ENG



მეუფე ათიგონე: საპატრიარქოს თანამშრომელმა მითხრა, რომ ჰქონდა შემოთავაზება მამათმავლობაზე

31 მაი 202013:46
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ ბალდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარს ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ კაციამ ღვთისმსახურება შეუჩერა.

"რამდენიმე წლის წინ ჩემთან იყო ნაცნობი მოსული. ის უშუალოდ დასაქმებული იყო საპატრიარქოში და მითხრა, რომ მასზე იყო მამათმავლობის შემოთავაზება. მეუფე პეტრემ შეეცადა ამ ყველაფრის სინოდზე წარდგენას, რაზეც პირიქით - გადააყენეს. მეუფე გრიგოლმა დაგვიბარა და მითხრა, რომ ვერ ჩავატარებდი წირვას. ამ პატრიარქის დამცველ მღვდელს, შალვა კეკელიას, რომელიც დღეს ასე პოპულარულია ტელევიზიებში, ასევე ჩემთან პირადად აქვს ნათქვამი, რომ პატრიარქი მოხუცია, ბებერია, უღირს მღვდლებს აკურთხებს. დღეს კი გამოდის, რომ უნამუსოდ ამბობს, იქ ყველაფერი კარგადააო", - აცხადებს მამა ათიგონე.

სასულიერო პირის ინფორმაციით, მიზეზი  მისი განცხადება გახდა. მღვდელმა თქვა, რომ სიმართლის გარკვევამდე, ის საღმრთო ლიტურგიისას პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებდა. 


close დახურვა