logo
ENG



მეუფე გერასიმე საპატრიარქოსთვის გადასაცემ მიწაზე: არანაირი დანიშნულება არ აქვს

24 მაი 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის გადაცემის შემდეგ მას რაიმე კონკრეტული დანიშნულება არ ექნება.

როგორც მეუფე გერასიმემ განმარტა, ტყეს სასულიერო პირები დაიცავენ და შემდეგ თაობებს გადასცემენ.

„არავის არაფერი მიუცია. ეს კანონია. ვის მისცემენ და რამდენს მისცემენ,  უნდა განიხილოს კომისიამ, რომელიც შეიქმნება. ჩვენ ამ ტყეს მოვუფრთხილდებით და მომავალ თაობას გადავცემთ. არანაირი დანიშნულება არ აქვს", - ამბობს მეუფე გერასიმე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ტყის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა - შეცვლილი კანონმდებლობით ეკლესია-მონასტრებს მათ გარშემო 20 ჰექტარი მიწის გადაფორმება შეუძლიათ.


close დახურვა