logo
ENG



მეუფე ზოსიმე ბრალდებაზე: ეს ახალგაზრდები, თავიდანვე სხვა სულით გამოირჩეოდნენ, ეს არის აბსურდი

06 ნოე 201917:21
3 წუთის საკითხავი
 
g40b87n1847sunn.png

ამ წუთებში მეუფე ზოსიმე საგანგებო ბრიფინგს მართავს და მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. ზოსიმეს თქმის, ეს ყველაფერი არის აბსურდი. 

ზოსიმეს თქმით, ის ახალგაზრდები, რომლებიც ახლა „რაღაცებს კადრულობენ" თავიდანვე სხვა სულით გამოირჩეოდნენ და ეკლესიას უპირისპირდებოდნენ.

„1988 წლისთვის საქართველოში სასულიერო აკადემია გაიხსნა. მცხეთის სასულიერო სემინარიას შესაფერი პირობები არ ჰქონდა და მისი თბილისში გადატანა მოხდა. მაშინ შიში გამიჩნდა, რომ მონასტრულ გარემოს მოწყდებოდა სასულიერო სკოლა, რანაირად შეძლებდა დიდ ქალაქში ყოფნას. სტუდენტები ლექციების შემდეგ მიდიოდნენ სახლში და ვეღარ ვაქცევდით იქ ყურადღებას. ეს დაეტყო სასულიერო სასწავლებელს. მე ვცდილობდი სასულიერო სკოლის ტრადიცია შემენარჩუნებინა, მაგრამ მივხვდი, ეს შეუძლებელი იყო. საერო მასწავლებლები და ინტელიგენცია მოვიწვიეთ, ახალი სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა, ამან კი საერო სული შემოიტანა სასწავლებელში. ეს ჩემი დარდი იყო. მე სიხარულით არ შევხვდი, როდესაც აკადემიაში ჩემი დადგინება მოხდა, მაგრამ ეს აუცილებელი იყო. ამან ტკივილები მომიტანა, მაინც შური და რა ვიცი.

იმ ხანებში 1988 წლის გვიანი შემოდგომა გახლდათ და მთავრობის სასახლის წინ სულ მიტინგები იყო. იმ სტუდენტების ნაწილი, რომლებიც ახლა რაღაცებს კადრულობენ განსაკუთრებით აქტიურობდნენ იქ. ჩვენ ვადევნებდით იმ პროცესებს თვალს, მაგრამ უფლება არ გვქონდა მეცადინეობისთვის არ მიგვეხედა. სტუდენტებს მკაცრად მოვთხოვეთ მეცადინეობაზე დასწრება, ამან ზოგიერთებში შექმნა წარმოდგენა, რომ ჩვენ ეროვნული მოძრაობისადმი გულგრილობას ვიჩენდით. ეს ახალგაზრდები თავიდანვე სხვა სულით გამოირჩეოდნენ, ეკლესიისადმი დაპირისპირება რომ ექნებათ. ეს ბრალდებები არის ტყუილი და აბსურდი. ეს ანტიეკლესიური მოძრაობა გახდა. ეს იყო შეგნებულად. მე მივხვდი მაშინვე, რომ ამათ უკან რაღაც ძალები იდგა და ისინი მართავდნენ," - განაცხადა ზოსიმემ. 

შეგახსენებთ, რომ მეუფე ზოსიმეს 1988 წელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, როდესაც ის სასულიერო აკადემიის რექტორი იყო.


close დახურვა