logo
ENG



მეუფე იოანე: მეუფე პეტრეს ურჩიეს განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო

01 ივნ 202017:20
3 წუთის საკითხავი
 

"მეუფე პეტრეს ურჩიეს განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო", - ასე პასუხობს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი მეუფე პეტრეს შესახებ დასმულ კითხვას.

მისი თქმით, არსებობს ეკლესიის სამართალი და თუ ამ სამართლით მეუფე პეტრე დამნაშავეა, იგი დაისჯება. მეუფის განცხადებით, მან არ იცის სინოდის სხდომა როდის გაიმართება.

"სინოდის სხდომა როდის იქნება არ ვიცი, რა იქნება ეგეც არ ვიცი. თქვენ ჩემზე მეტი იცით. ეკლესიას აქვს თავისი სამართალი. საუკუნეებია ეს სამართალი არსებობს, რასაც დაადგენს სამართალი, იმის მიხედვით მოხდება. თუ დამნაშავეა, დაისჯება. მეუფე პეტრეს ურჩიეს ცოტა ხნით განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო. დამშვიდდა თუ არა არ ვიცი", - განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფე ასევე გამოეხმაურა მეუფე ანტონის განცხადებას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არ იცის რა კურსი გვაქვს, თუმცა აცხადებს, რომ ევროპამ საქართველო დატოვა.

"ვინც თქვა იმას ჰკითხეთ. რა კურსი გვაქვს არ ვიცი. ევროპა საქართველოდან წავიდა და ევროპამ იკითხოს. ჩვენ კავკასიური რასა ვართ, ეს იციან საუკუნეების განმავლობაში", - განაცხადა მეუფე იოანემ.

გარდა ამისა, იგი მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, თუ რეგულაციები   შეიცვალა, შესაძლოა, განმეორებით მიმართონ პრეზიდენტს.


close დახურვა