logo
ENG



მეუფე იოანე სააკაშვილზე: არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ ხულიგნობს

14 ოქტ 202110:23
3 წუთის საკითხავი
clock 2143

მეუფე იოანე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელის მოწერა მათი სუბიექტური პოზიციაა, ვინც ამას ხელს აწერს და ასევე, მიხეილ სააკაშვილზე ამბობს, რომ ის არ ნანობს თავის დანაშაულს და ხულიგნობს.

"რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა, თვითონ ეს ძალიან სუბიექტური პოზიციაა... ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება კანონი იყოს დაცული, თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს მაშინ ქვეყანა აღარ არის... 

როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება. თქვენ მე მაკვრივებთ, ისეთ კითხვებს მისმევთ თითქოს მთვარიდან ჩამოვარდით" - ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.

პეტიციას ხელი ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ და სქემმონაზონმა სიდონიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-14 დღეა ციხეში შიმშილობს.  


close დახურვა