logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი სიკვდილით დასჯაზე: ნუ გააიგივებთ ეკლესიის პოზიციასთან

26 აპრ 202017:40
3 წუთის საკითხავი
 

„ნუ გააიგივებთ ნებისმიერი სასულიერო პირის ნათქვამს ეკლესიის პოზიციასთან“, - ასე უპასუხა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა შეკითხვას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც სასულიერო პირი სიკვდილით დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ეკლესია სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია.

„მე პირადად არ მომისმენია ეს განცხადება. რთული სიტუაციაა ნამდვილად და სხვა სასულიერო პირები სხვანაირ მოწოდებებს აკეთებენ. ადამიანები ვართ ჩვენც ყველანი. შეიძლება ვიღაცამ ასე თქვას, ვიღაცამ ისე, მაგრამ მთავარი არის, რას ამბობს ეკლესია, პატრიარქი და ნუ გააიგივებთ ნებისმიერი სასულიერო პირის ნათქვამს ეკლესიის პოზიციასთან. სიკვდილით დასჯის წინააღმდეგები ვართ ყველანი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომელშიც ერთ-ერთი სასულიერო პირი ამბიონიდან სიკვდილით დასჯის აუცილებლობაზე ქადაგებს. მისი განცხადებით, ასეთი სასჯელით ღვთისმგმობელი ადამიანები უნდა დაისაჯონ.


close დახურვა