logo
ENG



მეუფე საბა: ეს არაა მხოლოდ გინტურის ოჯახის ტრაგედია, ეს თითოეული ჩვენგანის ტკივილია

09 ნოე 202323:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/09/5vhiq7c77ef972a.png

ეს არ არის მხოლოდ გინტურის ოჯახის ტრაგედია, ეს თითოეული ჩვენგანის ტკივილია. ყოველთვის დიდ ბრაზს იწვევს სამშობლოს სიყვარულისათვის შეწირული არაერთი ადამიანის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და ახლა უკვე გინტურის საზარელი მკვლელობა. არ შეიძლება ამ საკითხზე, როგორც ერთმორწმუნეებმა, ისე ვისაუბროთ. სანამ იარსებებს ეს ე.წ. საზღვარი, ასეთ ტრაგედიებს დასასრული არ ექნება, კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენს ურთიერთობას ოკუპანტებთან და არაფერ კარგს არ მოიტანს.

ქრისტიანული მხრიდან, ადამიანის მკვლელობა ვერ შეფასდება. არავის აქვს უფლება მოკლას ადამიანი. მგრძნობიარე თემაა, როცა ეკლესიასა და სასაფლაოზე გივლებენ საზღვარს. ვიცით, რომ ეს ნამდვილი საზღვარი არაა, მაგრამ ამ ყველაფერს ისინი პროვოკაციისთვის იყენებენ. ვფიქრობ, ამას დასასრული არ ექნება, სანამ ოკუპაციის ხაზი იარსებებს.


close დახურვა