მექსიკაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი ადამიანი. არიან დაშავებულებიც.
დაზიანებულია შენობა-ნაგებობები. ზოგიერთი დასახლება გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამიც გამოიწვია.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის საათებში მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფლები იყო. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე ასეული კილომეტრით დაშორებულ დედაქალაქშიც იგრძნობოდა.