![6n8sufycfib6ja4.jpg](/uploads_script3/news/6n8sufycfib6ja4.jpg)
მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ეს ინფორმაცია „ფორმულას“ ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ მიაწოდა. ჩხაიძის თქმით, ბავშვს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
3 წლის ბავშვი გუშინ საღამოს, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა.
ბავშვი სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.