9 მაისს ჩვენს ქვეყანაში ევროპის დღე აღინიშნა. ევროპასთან ყველაზე დიდ სიახლოვეს თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული ახალგაზრდა თაობა განიცდის.
რაც უფრო გადის დრო, ახალგაზრდების ღირებულებები ევროპისას უტოლდება და ბუნებრივიცაა, რომ კონფლიქტში მოდის ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილის მენტალიტეტთან, რომლის ფორმირებაც ტოტალიტარიზმის პირობებში პიროვნული უფლებებისა და პასუხისმგებლობის სრული წართმევით მოხდა.
მანამდე კი სრულიად სამართლიანია ის კრიტიკა, რომელიც მათი მხრიდან უფროსი თაობების მიმართ ისმის, რომლებმაც საქართველოს 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია დღემდე ბევრი შეცდომით და ჯერ კიდევ მკაფიოდ გამოხატული საბჭოთა რეციდივებით მოვიტანეთ.