logo
ENG



მთავრობა ჩარტერული რეისების სუბსიდირებაზე მაქსიმუმ 261 000 ევროს დახარჯავს

09 ივლ 202020:53
3 წუთის საკითხავი
 
3okefci579r29d9.jpg

​კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირებისთვის, ჯამურად არაუმეტეს 261 000 ევროსი დაიხარჯება, - ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა.

„8​8. სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 261,000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 25 − „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება“ ფარგლებში. აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით“,- წერია მთავრობის განკარგულებაში.

 


close დახურვა