logo
ENG



მთავრობა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციის რეკომენდაციას აძლევს

16 მარ 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მაქსიმალურად მოერიდონ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამედიცინო პერსონალის ჩართვით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისათვის გაცემულ იქნას რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი საფრთხე მათი ჯანმრთელობისათვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ხვალიდან, 2 კვირის განმავლობაში, საქართველოს საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალება.


close დახურვა