logo
ENG



მთავრობის მიმართვა NATO-ს - რატომ დასჭირდა დახმარება ქვეყანას

07 აპრ 202020:39
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობა ჰუმანიტარულ დახმარებას ნატო-სგან ითხოვს, თუმცა არ განმარტავს, რატომ დასჭირდა ასეთი სოლიდური აღჭურვილობის მოსაწოდებლად მიმართვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის.

ინფორმაცია თავად ნატო-მ გამოაქვეყნა და მთავრობა ორი დღეა, იმაზეც დუმს, მიიღო თუ არა დახმარებაზე პასუხი პარტნიორებისგან.  

საქართველო ალიანსს იმ ოდენობის კარავს, რესპირატორს, პირბადეს, საწოლს, სადეზინფექციო საშუალებას სთხოვს, რომ კიდევ უფრო გამძაფრდა ეჭვები თბილისში იმის შესახებ, თუ რამდენად მზად არის ეროვნული ჯანდაცვა პანდემიასთან ბრძოლაში.

კითხვები განმარტებებს მოითხოვს მაშინ, როცა ქვეყანა პიკურ ფაზას ელოდება.

საქართველოს მსგავსად ნატოს დახმარების დოკუმენტით მიმართა კოლუმბიამ, ალბანეთმა, ბოსნია და ჰერცოგოვინამ.


close დახურვა