logo
ENG



მთავრობის რჩეული ბიზნესმენები და ქართული პირბადის ექსკლუზიური ისტორია

09 მაი 202019:37
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიის დროს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და დეფიციტური პროდუქტი პირბადეა. ასე მოხდა საქართველოშიც:  ინფექციის  დაფიქსირებიდან მეორე დღესვე პირბადე  გაქრა, ან გაძვირდა. სახელმწიფომ საზოგადოებას უთხრა, რომ მარაგის შესავსებად  ალტერნატიულ გზებს ეძებს.  მალე ბაზარზე  ადგილობრივი წარმოების დოლბანდის პირბადეები გამოჩნდა. შემდეგ მისი წარმოება შეწყდა და ბაზარზე გაჩნდნენ ახალი კომპანიები. მათთან ხელშეკრულებები დაჩქარებული წესით გაფორმდა და ჯამში, სახელმწიფომ უკვე  გადაუხადა 10 მილიონ ლარზე მეტი.

სახელმწიფომ არჩევანი გაკეთა მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირებზე და შემომწირველებზე. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ რჩეული საწარმოების  ნაწილი, წარსულში ლითონს ჭედავდა, ან საკანცელარიო ნივთებს აწარმოებდა -  თუმცა საგანგებო რეჟიმის დროს მათ პროფილი შეიცვალეს.


close დახურვა